20-26 მარტს მსოფლიოს მასშტაბით გლობალური ფულის კვირეული ტარდება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა www.finedu.gov.ge პარტნიორებთან ერთად, წელს უკვე მეცხრედ უერთდება, პარტნიორებს შორის კი აქტიურადაა წარმოდგენილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი.
პროექტი ითვალისწინებს ფინანსური განათლების შესახებ, III-IX კლასის მოსწავლეებისთვის, ღია გაკვეთილების ჩატარებას, რომელსაც „ფინედუს“ დესპანები უძღვებიან.
22 მარტს, პროექტის ფარგლებში, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, თორნიკე შერმადინი მოსწავლეებს შეხვდა.
გაკვეთილები გაიმართა გოგიტა კიკნაძის სახელობის ქ. თბილისის N182 საჯარო სკოლასა და სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში - „აია-ჯესს“.
გლობალური ფულის კვირეული მსოფლიო მასშტაბით 2012 წლიდან აღინიშნება. ის მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.
მიმდინარე წელს კვირეული თემატიკა, ფულის გარდა, მდგრადი განვითარების, ეკოლოგიისა და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებსაც უკავშირდება. წლევანდელი კვირეულის დევიზია - „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“ („Plan your money, plant your future“).
შემდეგ შეხვედრებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები რეგიონებში დისტანციურად გამართავენ.
ორგანიზატორი: საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia FinEdu - ფინედუ
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება