6 მაისს, ინდოეთის მთავრობის პროგრამის - “Open House For Indian Women“ - ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სომხეთში (ფარავს საქართველოს) ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი შამბუ ამიტაბი, მეუღლესთან ნიშა ამიტაბთან ერთად ესწრებოდა.
სიტყვით გამოსვლისას, საელჩოს მეორე მდივანმა, შამბუ ამიტაბმა, ინდოეთში ქალთა მდგომარეობასა და მათი უფლებების დაცვაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ასევე მოხსენებით წარსდგა კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე, რომელმაც აუდიტორიას ქალთა უფლებების შესახებ საქართველოში არსებული მდგომარეობა გააცნო, ისაუბრა მათ ჩართულობაზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და ამ მიმართულებით ბოლოდროინდელ მიღწევებზე.
შეხვედრაზე ასევე მოწვეულმა სტუმრებმა ყურადღება მათ გამოცდილებაზე გაამახვილეს და სხვადასხვა სფეროში ქალთა აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ (ხელმძღვანელი დარპან პრაშერი), ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოსა და უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება