კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობების გაფართოებისთვის სტუდენტებისა და პერსონალისთვის. ერთ-ერთი ასეთი მობილობა 2019 წლის 16-22 სექტემბერს განხორციელდა Erasmus+ პროექტის ფარგლებში. კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი უცხოურ უნივერსიტეტებსა და სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებით ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა შიაულიაის სახელმწიფო კოლეჯში (ლიეტუვა).
მობილობის ძირითადი ნაწილი მოიცავდა ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა სამუშაო შეხვედრები, კარგი პრაქტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში მუშაობის თავისებურებების გაზიარება. მობილობამ ხელი შეუწყო პარტნიორი უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესებას.
შეხვედრები გაიმართა შიაულიაის სახელმწიფო კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების კოორდინატორთან და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელთან, გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობების გაზრდის შესახებ; ასევე მოხდა Erasmus+-ის ფარგლებში გაცვლითი პროგრამის მართვის დეტალებზე შეჯერება, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის ეფექტიანობას. სამუშაო შეხვედრების დროს ასევე მოხდა ბოლო წარდგენილი Erasmus + განაცხადის გადასინჯვა. მობილობის ფარგლებში ასევე ჩატარდა შეხვედრები ჯანდაცვის მეცნიერებებისა და ბიზნესის ფაკულტეტების ხელმძღვანელებთან, განხორციელებული პროექტების განხილვის მიზნით, როგორც Erasmus+-ის ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ და სამომავლო თანამშრომობის პერსპექტივების დასახვის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და შიაულიაის სახელმწიფო კოლეჯი 2015 წლიდან თანამშრომლობენ ორმხრივი ხელშეკრულების და 2016 წლიდან Erasmus+ პროექტების ფარგლებში და უკვე აქვთ როგორც სტუდენტების, ისე თანამშრომლების გაცვლის წარმატებული გამოცდილება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება