კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასშტაბური სტუდენტური ფესტივალის - „სტუდფესტი 2024-ის“ - გამარჯვებულია!
აღნიშნულ ჯილდოსთან ერთად „კავკასიელებმა“ პირველობა არავის დაუთმეს საუკეთესო გულშემატკივრის ნომინაციაშიც!
27 ივნისს შემაჯამებელი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გახსნა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ სპეციალური პრიზები გადასცა.
CIU-მ პირველი ადგილი შემდეგ გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში მოიპოვა: ფუტსალი; კარტინგი; ფეინტბოლი; შაში (გოგოები); ბილიარდი (ვაჟები); ბოულინგი; რა? სად? როდის?; ძიუდო / მეორე ადგილი: ბილიარდი (ვაჟები); ძიუდო; მინი ფეხბურთი / მესამე ადგილი: ფრენბურთი; ქართული ხალხური სიმღერა; ნარდი; შაში (ვაჟები); ძიუდო.
„სტუდფესტი 2024“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალს 25 000-მდე მონაწილე და 665 გამარჯვებული სტუდენტი ჰყავს.
ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, ინტერმედია - საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსი, მოხალისეობრივი აქტივობები და STEM კონკურსი, რომელმაც საშუალება მისცა ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სტუდენტურ თვითმმართველობას, უნივერსიტეტის ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურს, ფესტივალის თითოეულ მონაწილეს, გულშემატკივრებსა და ორგანიზატორებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება