კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტი - ISO 9001: 2015 მიენიჭა, რაც გულისხმობს, რომ CIU ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.
სამუშაო პროცესში, გერმანელი ექსპერტების მიერ შემოწმდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მართვის სტრუქტურა, მართვის ეფექტიანობა, რისკების შეფასებისა და მასზე რეაგირების პროცედურები, თვითშეფასება, განვითარების დინამიკა, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხორციელება. შედგენილი შემაჯამებელი დასკვნის საფუძველზე კი, CIU-მ ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტი - ISO 9001:2015 მოიპოვა.
ცნობისთვის, ISO 9001 წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ ხარისხის მენეჯმენტის სისტემას. იგი მიეკუთვნება ISO 9000 სერიის სტანდარტებს, ISO 9004 სტანდარტთან ერთად და ეხმარება ორგანიზაციას, მუდმივად აკმაყოფილებდეს მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოლოდინებს. ითვალისწინებდეს ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება