კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია და რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი თურქეთში, სტამბულის FLORENCE HEALTHCARE- ის (ფლორენს ნაითინგელის საავადმყოფოების ქსელი) რეგიონალურ დირექტორს ფუად აღაზადესა და დირექტორის მრჩეველს მალინა ბერეკაშვილს შეხვდნენ.
საუბარი შეეხო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და FLORENCE HEALTHCARE ჯგუფს, ასევე სტამბულის მეცნიერებათა უნივერსიტეტს (Demiroğlu Bilim University) შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.
შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა მხარეებს შორის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც CIU მედიცინის მიმართულების სტუდენტების სტამბულის საავადმყოფოებში პრაქტიკის გავლას, პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებსა და მასტერკლასებს ითვალისწინებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება