1 აგვისტოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, უკრაინული „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის“ პროექტის კოორდინატორები, პროფესორები - მარია ესპონა და ჟან პასკალ ზანდერსი ესტუმრნენ.
აღნიშნული ცენტრის დაფინანსებით 2020 წელს ერთობლივად დაიგეგმა და შეიქმნა CIU-ს გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, ხოლო 2021 წლიდან პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყო, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ცენტრი აფიანსებდა.
სტუმრებმა შეხვედრა გამართეს უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ კორძაიასთან. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი - ვახტანგ მაისაია, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი - ალიკა გუჩუა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - თამარ ლაღიძე და საქართველოს ბიოუსაფრთხოების ასოციაციის წარმომადგენელი - მარიამ ნაცვლიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“, რომელიც ცენტრის პროექტის ფარგლებში შეიქმნა, მოგვიანებით კი წარიმართა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტისა და ცენტრის მომავალი თანამშრომლობის გაგრძელების მიმართულებით, სადაც ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების საკითხი განიხილეს.