CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის სამი სტუდენტი ERASMUS+ მობილობის ფარგლებში, ორთვიან პრაქტიკას გაივლიან ლა რიოხას (ესპანეთი) უნივერსიტეტში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის სამი სტუდენტი: სოფიო მაჩხაშვილი, სალომე სურამელი და ლელა წერეთელი ERASMUS+ მობილობის ფარგლებში, ორთვიან კვლევით პრაქტიკას გაივლიან ლა რიოხას (ესპანეთი) უნივერსიტეტში. მობილობის პერიოდში სტუდენტები ესპანელი ხელმძღვანელების კოორდინირებით სამეცნიერო კვლევებს ჩაატარებენ სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლა რიოხას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება და მოიცავს სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობას ორივე მიმართულებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება