19 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარჩვევების ცენტრში ბაზისური გულ-ფილტვის რეანიმაციის, უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული პროგრამის რიგით მეორე ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნულ კურსზე 12 მსმენელი დარეგისტრირდა. მათ გადაეცათ ბაზისური გულ-ფილტვის რეანიმაციის, უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა სამედიცინო პლატფორმა „მედუ“, პროგრამის ხელმძღვანელი კი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, გადაუდებელი მედიცინის ექიმი ირინა წირქვაძე.
პროგრამაზე გრძელდება ახალი ნაკადის მიღება. აღნიშნული კურსით დაინტერესებულებს დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს:
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება