8 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბში 2023 წლის გაზაფხულის სეზონის დასკვნითი ღონისძიება - „რა? სად? როდის?“ სპორტული ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.
ჩემპიონატი 4 ტურისგან შედგებოდა და მასში მონაწილეობას CIU-ს სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 20-მდე გუნდი იღებდა, სამი ტურის შემდეგ კი ფინალურ ეტაპზე 9 საუკეთესო შედეგის მქონე ექვსეული გადავიდა.
ფინალში გუნდებმა 36 შეკითხვას უპასუხეს, რომელიც მოიცავდა ბლიცის, სუპერბლიცის, შავი ყუთის, სტუმრისა და კლასიკური „რა? სად? როდის?“ ტიპის შეკითხვებს.
თამაშს სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ: ვეტერანი კალათბურთელი, გუნდ „კავკასიის“ მწვრთნელი ბექა წივწივაძე, საქართველოს ინტელექტკლუბის მთავარი რედაქტორი ლაშა კილაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის კოორდინატორი ზურაბ ქავთარია და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო სექტორთან ურთიერთობის საკითხებში რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი.
გარდა ფინალური სამეულისა, ასევე დაჯილდოვდნენ გუნდები და მოთამაშეები სხვადასხვა ნომინაციებში:
საუკეთესო ფაკულტეტი - სამართლის ფაკულტეტი;
სეზონის აღმოჩენა გუნდი: „რანგაროკი“, „ამნეზია“;
საუკეთესო კაპიტანი - ლიკა ჯაფარიძე;
საუკეთესო მოთამაშე - გიორგი სახვაძე.
36 კითხვის შემდეგ, საჩემპიონო გუნდებს შორის ქულების მხრივ სრული პარიტეტი გახლდათ, ამიტომ ჩემპიონის ბედი დამატებითმა კითხვებმა გადაწყვიტა.
საბოლოოდ საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მე-3 ადგილი - „სიზიფეს მითი“, კაპიტანი - გიორგი ლომუაშვილი. გუნდის წევრები - ნანო გელანტია, ბესიკ თავართქილაძე, ბექა ბოლქვაძე, მეგი ჯომიდავა, დაჩი დანელია;
მე-2 ადგილი - „აკომა“, კაპიტანი - ლილე ქურასბედიანი. გუნდის წევრები - ანუკი დარსალია, თამარ ოყუჯავა, კოკე ლაგვილავა, ლევან ლაშხია, სოსო ქორიძე;
1-ლი ადგილი - „არგო“, კაპიტანი - ლიკა ჯაფარიძე. გუნდის წევრები - გია აბლოთია, გიორგი ბერიძე, ანა გულვერდაშვილი, თორნიკე ფილფანი, დავით კაპანაძე.
გამარჯვებულები ინტელექტკლუბისგან მედლებით, სერტიფიკატებით, სუვენირული ბუებით, წიგნებითა და ფულადი პრიზებით დასაჩუქრდნენ.
პირველი ადგილი - 650 ლარი;
მეორე ადგილი - 500 ლარი;
მესამე ადგილი - 300 ლარი.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: ბექა მანაგაძე და რეზი დიდებაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბმა, რომელსაც ბაკურ ხუბულავა ხელმძღვანელობს, 2023 წლის გაზაფხულის სეზონზე 35-მდე ღონისძიება ჩაატარა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება