კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი ხორვატიის ქალაქ სპლიტში ევროპის 2023 წლის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე იმყოფება.
კენჭისყრის შედეგებით CIU მოხვდა C ჯგუფში, რომელიც 5 გუნდით არის დაკომპლექტებული.
ჯგუფური ეტაპის მატჩები საქართველოს დროით შემდეგი განრიგით გაიმართება:
20 ივლისი, 19:00 - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (GEO)-გდანსკის უნივერსიტეტი (POL / პოლონეთი);
21 ივლისი, 19:00 - მაინცის უნივერსიტეტი (GER / გერმანია)-კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (GEO);
22 ივლისი, 19:00 - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (GEO)-ზაგრების უნივერსიტეტი (CRO / ხორვატია);
23 ივლისი, 17:00 - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (GEO)-ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (NED / ნიდერლანდები).
მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის ბმულები განთავსდება პოსტის კომენტარებში.
ერთად ვუგულშემატკივროთ CIU-ს და საქართველოს!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება