კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების საგრანტო კონკურსში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის გამარჯვებული პროექტია „გასტრონომიული ბიზნესის მარკეტინგის თავისებურებები პოსტპანდემიურ პერიოდში, მისი ციფრული ტრანასფორმაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები“.
პროექტის ავტორები არიან CIU-ს მარკეტინგული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი და მოწვეული ლექტორი, თათია ბრეგვაძე და CIU-ს ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი, რუსუდან დალაქიშვილი.
გამარჯვების შემდეგ, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, პროექტის ფარგლებში გაფორმდა კვლევითი თანამშრომლობა ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტთან (Universidad de Alcala).
შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული კვლევითი პროექტის ეტაპები ქართული (CIU) და ესპანური (UA) მხარეების მიერ ერთობლივად გახორციელება, რაც მოიცავს ევროპული ბაზრის თავისებურებების ერთობლივ შესწავლას, პირველადი კვლევისათვის საჭირო ფოკუს ჯგუფებისა და ინტერვიუების ერთობლივ განხორციელებას, ესპანეთში დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზებას, ერთობლივი სტატიების გამოქვეყნებასა და პროექტის მხარდამჭერ სხვა ღონისძიებებს.
აღსანიშნავია, რომ კვლევით პროექტში ჩართულები იქნებიან CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება