6 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია საფრანგეთის ჟან მულანის ლიონ III უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ევროპის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფრანგულენოვანი სამყაროს საკითხებში, საერთაშორისო ურთიერთობების გენერალური სამსახურის უფროსი მანუელ ჟობერტი და კვლევების დირექტორის მოადგილე ჰონგ ხანჰ დანგი (Hong Khanh DANG).
ჟან მულანის ლიონ III უნივერსიტეტის წარმომადგენლებს CIU-ს მხრიდან შეხვდა რექტორი კახაბერ კორძაია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი მარიკა კლდიაშვილი, სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი სვეტლანა კირაკოსიანი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს უნივერსიტეტები, განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები და შეთანხმდნენ ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარებაზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება