9 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლის“ მეოთხე დღე „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, CIU-ს ასოცირებული პროფესორის, პეტრე მამრაძის ლექციით გაიხსნა თემაზე: „XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიმოხილვა“.
მომხსენებელმა განიხილა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიპეტიები, იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, ლექციის დასკვნით ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
დღის მეორე ლექცია CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ალიკა გუჩუამ წაიკითხა თემაზე: „XXI საუკუნეში სახელმწიფოების წინაშე მდგარი გლობალური საფრთხეები“.
მომხსენებელმა განიხილა საფრთხეების რაობა და კლასიფიკაცია, უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვადასხვა მექანიზმები, ტერორიზმი და სხვა გლობალური გამოწვევები, მოგვიანებით კი მსმენელთა კითხვებს უპასუხა.
შეგახსენებთ, „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლაში“, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა უნივერსიტეტის 50-მდე მსმენელი იღებს მონაწილეობას. მათ 5 დღის განმავლობაში სფეროს პრაქტიკოსი ლექტორები და დარგის ექსპერტები უტარებენ ლექციებს საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიის, უსაფრთხოების, კონფლიქტებისა და სხვა აქტუალური დარგობრივი საკითხების შესახებ, სკოლის ბოლო დღე კი გასვლით აქტივობას ეთმობა.
პროექტის მხარდამჭერია საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება