8 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლა“ ნატოსა და ევროკავშირის თემატიკას დაეთმო.
„საქართველო და ნატო“ - აღნიშნულ საკითხზე სკოლის მსმენელებისთვის ლექცია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსმა მრჩეველმა, ნათია გვენეტაძემ წაიკითხა. სპიკერმა ისაუბრა ნატოს ფუნქციასა და ამოცანებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, უსაფრთხოების პოლიტიკაზე, არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, შეხვედრის მეორე ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
დღის მეორე ლექცია - „საქართველო და ევროკავშირი“ - ასოციაცია „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ, ეკატერინე ქარდავამ წაიკითხა.
სპიკერმა მიმოიხილა ევროკავშირის დაარსებისა და განვითარების ისტორია, მისია და ამოცანები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და არსებული პერსპექტივები, დასასრულს კი სკოლის მსმენელთა კითხვებს უპასუხა.
შეგახსენებთ, „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლაში“, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა უნივერსიტეტის 50-მდე მსმენელი იღებს მონაწილეობას. მათ 5 დღის განმავლობაში სფეროს პრაქტიკოსი ლექტორები და დარგის ექსპერტები უტარებენ ლექციებს საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიის, უსაფრთხოების, კონფლიქტებისა და სხვა აქტუალური დარგობრივი საკითხების შესახებ, სკოლის ბოლო დღე კი გასვლით აქტივობას ეთმობა.
პროექტის მხარდამჭერია საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center .
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება