22-23 მაისს, ვარშავის უნივერსიტეტში (ქ. ვარშავა, პოლონეთი) გაიმართა „მეცხრამეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის".
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის და გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღავანელი პროფესორი ვახტანგ მაისაია, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა და CIU-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტები - ანი გაგნიძე, თათია ხუნტუა და ბაკურ ხუბულავა.
CIU-ს დელეგაცია, აქტიურად იყო ჩართული დისკუსიებში, რომელიც კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორ ვახტანგ მაისაიას, რომელიც, ამავე დროს, კონფერენციის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი და ხელმძღვანელი გახლდათ, შეხვედრები ჰქონდა პოლონეთის რესპუბლიკის მაღალი პოლიტიკური დონის წარმომადგენლებთან, სენატორებთან და ევროპარლამენტარებთან. კონფერენციის მეორე დღეს, CIU-ს წარმომადგენლებმა, ალიკა გუჩუას ხელმძღვანელებით პატივი მიაგეს ქართველი ოფიცრების ხსოვნას. ამავე ცერემონიალის ფარგლებში უნივერსიტეტს საჩუქრად წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სურათი გადმოეცა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია მადლობას უხდის კონფერენციის ორგანიზატორებს, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების პროფესორ იან მალიცკის და ამავე ცენტრის კავკასიის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ დავით ყოლბაიას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება