18-25 ივნისს უნგრეთის ქალაქ ნირეგაზაში ჩატარდა Erasmus+ -ის ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი „ინტერრელიგია 2024".
პროექტი ემსახურებოდა რელიგიებს შორის დიალოგს, რომლის მონაწილე 25 ახალგაზრდა წევრი წარმოადგენდა საქართველოს, უნგრეთს, ესპანეთს, იტალიასა და სერბეთს. საქართველოს წარმოადგენდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცერექტორი სასწავლო დარგში თამარ ინასარიძე (ჯგუფის ხელმძღვანელი) და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები: გიორგი მხეიძე, თათია ოსიაშვილი, ჯაბა აბუთიძე, მარიამ ვეკუა.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს უმასპინძლეს ადგილობრივმა რელიგიურმა კონფესიებმა: რომის კათოლიკური ეკლესია, მართლმადიდებლური ეკლესია, უნგრეთის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია და ბაპტისტური ეკლესია.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული ქვეყნების წარმომადგენლები ინდივიდუალურად ახორციელებდნენ კულტურულ საღამოებს, რომლებიც ემსახურებოდა საკუთარი კულტურების წარმოჩენასა და გაცნობას აუდიტორიისთვის.
პროექტი, ასევე, მოიცავდა სხვადასხვა სახის აქტივობას: თემატური პრეზენტაციები, დებატები, ინტერაქტიული ვიქტორინები და ა.შ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება