11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ნანობაშვილი ფაკულტეტის სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებს არაფორმალურ გარემოში შეხვდა.
ინტერაქციული ხასიათის შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეკანისთვის გაეზიარებინათ მათი იდეები სასწავლო პროცესსა და სხვადასხვა საინტერესო პროფესიულ აქტივობასთან დაკავშირებით. ასევე, იმსჯელეს სტუდენტთა საჭიროებებისა და ფაკულტეტზე ახალი დარგობრივი სივრცეების შესახებ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაკულტეტზე „ბიზნეს ინკუბატორის“ პროგრამის მნიშვნელობას, რომელშიც სტუდენტები ეუფლებიან ინოვაციური მეწარმეობისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. ასევე, აღინიშნა ინფორმაციული ტექნოლოგიური მიმართულებით შექმნილი ახალი სივრცე, სადაც სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზით პროფესიული განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნებათ.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სხგავსი ტიპის ღონისძიებები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
როგორც დეკანი აღნიშნავს, მეგობრული გარემო და არაფორმალური შეხვედრები აუმჯობესებს კომუნიკაციის ხარისხს და ორიენტირებულია სტუდენტისთვის საუკეთესო შედეგების მიღწევაზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება