5 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი ეწვია. ენოტურიზმის გლობალური გაერთიანების წევრი ხოსე ანტონიო ვიდალი, CIU-ს ხელმძღვანელობას შეხვდა და მათთან ერთად მომავალი თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები განიხილა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი - ვახტანგ წივწივაძე, რექტორი - კახაბერ კორძაია, რექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობებში - ვახტანგ წივწივაძე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
მხარეებს შორის პარტნიორობა მოიცავს, როგორც კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტის ჩართულობას მომავალ ბიზნეს აქტივობებში, ისე ერთობლივი აკადემიური და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
CIU-ში ვიზიტისას ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მულტიმედია ცენტრი, ბიზნესისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიები, მარანი „კოლხი“თავისი უნიკალური საწნახელით, ქვევრებითა და ენოთეკით. სტუმრები ადგილზე გაეცნენ უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული კომპანიის - „ეთნო-ოკამის“ საწარმოო პროცესს, აქ არსებული სივრცეების ტურისტულ ზონად ჩამოყალიბების პოტენციალსა და ქართული მეღვინეობის ტრადიციებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციასთან (GETA) ერთად, ორი წელია რაც ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია. აღნიშნული პარტნიორობა ენოტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით კვლევებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. ამას გარდა, ურთიერთთანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ღვინის ტურიზმის ერთ-ერთი გამორჩეული დანიშნულების ადგილს პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება