კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინდოეთში გამართულ „საქართველოს განათლების გამოფენა 2023-ში“ მიიღო მონაწილეობა.
„განათლების გამოფენა“ ინდოეთის სამ ქალაქში, მუმბაიში, ბენგალორსა და ჩენაიში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა. გამოფენა, სადაც 11 ქართული უნივერსიტეტი მონაწილეობდა, ერთ-ერთი თანაორგანიზატორი, საელჩოსთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო.
გამოფენა მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზაციასა და საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების, შეთავაზებებისა და სხვა შესაძლებლობების გაცნობას.
გამოფენის ოფიციალურ ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა საქართველოს ელჩი ინდოეთში - არჩილ ძულიაშვილი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს გამოფენაზე წარმოადგენდნენ იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი წივწივაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უცხოელ სტუდენტთა რეკრუტირებისა და მომსახურების მიმართულებით თამარ ლაღიძე.
ვიზიტის ფარგლებში, CIU-ს წარმომადგენლებმა, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებსა და სტუდენტთა რეკრუტირებაზე მომუშავე სააგენტოებს გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, უპირატესობები და შეთავაზებები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება