კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატში.
საქართველო, თბილისი, 12-13.06.2021 წელი
მნიშვნელოვანი თარიღები:
♦ 30.04.2021 - კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა;
♦ 14.05.2021 - აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;
♦ 12.06.2021 -კონფერენციის გახსნა.
სექციები:
სამუშაო ენები:
მოთხოვნები:
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს; ასევე, კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოწაფეები და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები. აღნიშნული კოლაბორაცია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად;
მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში, სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს. სტუდენტი პასუხისმგებელია მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე;
სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმნილი თეზისის ავტორი; კონფერენციაში მონაწილეობაზე დასტური ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს. კონფერენციაზე დაშვებული თეზისების ავტორი, დადასტურების შემდეგ, გამოაგზავნის ნაშრომის სრულ ტექსტს;
კონფერენციაზე დასაშვებია ინდივიდუალური ან ორი თანაავტორის მიერ წარმოდგენილი ნაშრომები. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები (სამი და მეტი ავტორის მონაწილეობით) არ განიხილება;
თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრების დაცვით:
თეზისების სიმბოლოების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 700 და არაუმეტეს 1000 სიმბოლოსა;
შრიფტი: ქართული და ინგლისური ვერსიისთვის - Sylfaen;
ზომა: სათაურები (თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი/გვარი, სასწავლო დაწესებულების დასახელება და სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ხელმძღვანელის სახელი/გვარი, სამეცნიერო ხარისხი დარგის მითითებით, აკადემიური წოდება) - 14 Bold; ძირითადი ტექსტი - 12;
ინტერვალი - 1,5;
გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.
ინფორმაცია მონაწილეთათვის:
კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები გამოიცემა ელექტრონულად, ხოლო შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი; ასევე, სერტიფიკატებით დაჯილოვდებიან სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგები;
მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 10 წუთი, დებატებისთვის - 5 წუთი;
უცხოეთიდან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული სტუდენტების დაბინავებას კსუ უზრუნველყოფს;
სრული ნაშრომი გადმოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: conference@ciu.edu.ge
საორგანიზაციო კომიტეტი:
ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
თამთა წირქვაძე - სამართლის დოქტორანტი, ასისტენტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
მარიამ ჯაოშვილი - კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სპეციალისტი;
ნათია ბუთხუზი -კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სპეციალისტი;
ლაშა ბოდავაველი -კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კოორდინატორი;
ოლანი გოცირიძე -ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, კსუ-ს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო დასამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;
ანა გოგილაშვილი -ფილოლოგიის დოქტორი, კსუ-ს სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი;
ალიკა გუჩუა -კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის თანაშემწე; ასისტენტი; კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი;
მამუკა თორია -ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
შენგელი კიკილაშვილი -კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი; ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიების სადოქტორი პროგრამის დოქტორანტი;
მაია კაპანაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
თეა ლაზარაშვილი -ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ლალი მიქელაძე -ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ბექა მანაგაძე -კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალისტი, კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
ნანა პარინოსი -თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, კსუ-ს მოწვეული პროფესორი, კსუ-ს აშშ-სა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კსუ-ს რექტორის თანაშემწე;
მარინა უგულავა -კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი, სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი; კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
ბექა ქანთარია - სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
ქეთევან შოშიაშვილი -კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო ინიციატივების კოორდინატორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
ვახტანგ წივწივაძე -კსუ-ს კანცლერი;
ვახტანგ წივწივაძე - კსუ-ს რექტორის მოადგილე;
ანუკი წივწივაძე -კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
მედეა წივწივაძე -კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ლელა წიტაიშვილი - მედიცინის დოქტორი, კსუ-ს სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
მაია ხელაია -კსუ-ს უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი;
მარიამ ნებიერიძე - ფილოლოგიის დოქტორი.
სამეცნიერო საბჭო:
სესილი გოგიბერიძე - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;
მარინა გედევანიშვილი -ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი; კსუ-ს ასოცირებული პროფესორი; კსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ნანა ამირანაშვილი -ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი; კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ოლანი გოცირიძე -ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, კსუ-ს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;
მაგდა თორთლაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
თამარ კიკნაძე -პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი;
კახაბერ კორძაია -მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს პროფესორი, კსუ-ს რექტორი;
მაია კაპანაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
ვახტანგ მაისაია -პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს პროფესორი, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ირმა ბარათაშვილი -ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
მაია კაპანაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
გია მეფარიშვილი -სამართლის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის პროფესორი;
როინ მიგრიაული -სამართლის აკადემიური დოქტორი; კსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
ნინო მინდიაშვილი -ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ია კობ ოფირი -ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, ქართულ-ებრაული კონგრესის გენერალური მენეჯერი;
მარჟენა ჟაკოვსკა - ვარშავის ომის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
სოფიო ცინცაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი;
მინდია უგრეხელიძე -სამართლის დოქტორი, კსუ-ს პროფესორი, კსუ-ს სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
ბექა ქანთარია - სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
შორენა ქურდაძე -ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის სამეცნიერო პროექტების კოორდინატორი;
ქეთევან შოშიაშვილი -კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო ინიციატივების კოორდინატორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
ზაზა ცოტნიაშვილი -სოციალურ მეცნიერებათ დოქტორი ჟურნალისტიკის მიმართულებით, კსუ-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, კსუ-ს მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, კსუ-ს პროფესორი;
ნინო ჭალაგანიძე -ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კსუ-ს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი;
სერგო ჭელიძე -სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი.
გადადით ბმულზე - კონფერენციაზე რეგისტრაცია
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება