14 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ორგანიზებით დისტანციური კონფერენცია გაიმართა, რომელიც სამშვიდობო პროცესებში მეცნიერ ქალთა განსაკუთრებულ როლს ეხებოდა.
აღნიშნული როლის განმტკიცებისთვის, კონფერენციამ შეიმუშავა იდეა, რომ საქართველო გახდეს საერთაშორისო გლობალური ინიციატივის - „მეცნიერი ქალები მშვიდობისათვის" ინიციატორი და ცენტრი.
კონფერენციამ ასევე შეიმუშავა შემდეგი ინიციატივები/წინადადებები:
მხარი დაეჭიროს კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის წინადადებას და შეიქმნას საერთაშორისო სარედაქციო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს გაეროს ახალ რეზოლუციას, რაც გულისხმობს მეცნიერების გლობალური პროცესებისა და კერძოდ, სამშვიდობო პროცესების მართვაში მონაწილეობას;
კონფერენციაზე წარმოდგენილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თამარიუნის ერთობლივი კვლევის საფუძველზე მიეცეს რეკომენდაციები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას, რათა მეცნიერ ქალებს შეექმნათ მუშობის განსაკუთრებული და ღირსეული პირობები, კერძოდ, იყვნენ უფრო ფართედ წარმოდგენილნი აკადემიის მართვის სისტემემბში;
შეიქმნას საერთაშორისო კონგრესი - „მეცნიერი ქალები მშვიდობისათვის" (საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტით);
მიემართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თხოვნა, რომ შეიქმნას მონაცემთა ელექტრონული ბაზა საქართელოში და მის გარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერების სადოქტორო ნაშრომებისა და პუბლიკაციების თაობაზე და გამოკვეთოს ქალთა როლი ამ პროცესში;
2022 წლის 14 აპრილს მეცნიერებათმცოდენობის ინსტიტუტის ბაზაზე ჩატარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო დაუცველი დისერტაციების ხელშემწყობი ღონისძიებები. მიემართოს ამ ფენომენის შესწავლის თაობაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვლდეს მეცნიერ ქალთა კარიერის განვითარებაზე, ზრუნვის მექანიზმების შექმნასა და იმპლემენტაციაზე;
მიემართოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საერთშორისო საზოგადოებას, რომ არსებული კონფლიქტების მართვაში და ძალადობის არდაშვებაში არ არის საკმარისად გამოყენებული მეცნიერების შესაძლებელობები, განსაკუთრებით ეს ეხება დიაგნოსტიკის ფაზას და პრევენტიული ტექნოლოგიების შექმნის საკითხს;
განსაკუთრებული ყურადება გამახვილდეს ინტელექტუალურ დიასპორაზე და იმ მეცნიერ ქალბატონებზე, რომლებიც მოღვაწეობენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ამ მიზნით 2022 წლის 26-28 მაისს ჩატარდეს საქართველოს მეცნიერ ქალთა საერთაშორისო კონგრესი. მხარდაჭერისთვის გაეგზავნოს მიმართვა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს;
შეიქმნას პირობები, რომ ორგანიზაციაში იყოს წარმოდგენილი მეცნიერების ყველა დარგის წარმომადგენელი, ამისთვის კი ჩატარდეს დამატებითი კვლევები;
უკრაინაში მიმდინარე ომის შეჩერების მიზნით, მიღებული იქნა საგანგებო გადაწყვეტილება, რათა საქართელოს მეცნიერი ქალბატონების ინიციატივით შედგეს ელექტრონული ზუმ-შეხვედრები რუსეთისა და უკრაინის მეცნიერ ქალბატონებთან. შეხვედრების პირველი რაუნდი ჩატარდება ამ ქვეყნებში არსებული სამეცნიერო დიასპორის წარმომადგენლებთან.
კონფერენციის თანაინიციატორები კსუ-ს გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიასთან ერთად იყვნენ: თამარიუნის ფსიქოლოგიური პროგრამა; მეცნიერებათმცოდნეობის ინსტიტუტი; ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა; ქალთა საბჭო; საერთაშორისო მოძრაობა - „უნივერსიტეტები მშვიდობისათვის"; საერთაშორისო მოძრაობა „მეცნიერები მშვიდობისათვის"; ბარბარე ყიფიანის სახელობის მეტაფსიქოლოგიის საერთაშორისო სკოლა.
კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის სახელობის საქართელოს მეცნიერერების ეროვნული ფონდის ხელშეწყობით და წარმოადგენს სამეცნიერო კვლევის დისიმინაციის შედეგს.
კონფერენცია მადლობას უხდის თამარიუნის ადმინისტრაციას აღმოჩენილი ტექნიკური მხარდაჭერისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება