კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ბუენოს აირესის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა სკოლას (არგენტინა) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია პროფესორთა, კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელება.
მემორანდუმის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს შეეძლებათ მობილობაში მონაწილეობის მიღება, პროფესორებს კი საშუალება ექნებათ ბუენოს აირესის უნივერსიტეტში წაიკითხონ ლექციები, განახორციელონ ერთობლივი კვლევები, როგორც შიდა, ისე პროექტის ფარგლებში გარე დაფინანსებით. გარდა ამისა, კვლევებში შესაძლებელი იქნება დოქტორანტების ჩართვაც.
ცნობისთვის, ბუენოს აირესის უნივერსიტეტი 1821 წელს, ხოლო ეკონომიკის მეცნიერებათა სკოლა 1913 წელს დაარსდა. ამასთანავე, უნივერსიტეტი არის საჯარო და ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება