კალიფორნიის შტატის (აშშ) ქალაქებში, დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის ფორუმი გაიმართა. სამდღიანი პროგრამა მოიცავდა საფერავის ფესტივალს, ქართული ღვინის დეგუსტაციასა და კონფერენციას, რომელშიც მეცნიერები, ეკონომისტები და ღვინის პროფესიონალები მონაწილეობდნენ. კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, მისი მარკეტინგული პოტენციალი ამერიკის ბაზარზე, ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის სტრატეგია და სხვა.
ქართული მევენახეობის ინტერდისციპლინური ანალიზის სექციაში სტუმრებს ქართული ვაზის შესახებ იფორმაცია გააცნო და პრეზენტაცია წარუდგინა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით მაღრაძემ, რომელმაც ქართული ვაზის გენოფონდზე ისაუბრა. ასევე, სტუმრებს გააცნო ქართული კრიკინა ვაზი, მისი გავრცელება, ამპელოგრაფიული, ენო-კარპოლოგიური მაჩვენებლები, ველური ვაზის ღვინის ბიოქიმიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლები, დომესტიკაციის პროცესი და ადგილობრივი კულტურული ჯიშები.
ღვინის ფორუმი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორი საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭო იყო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება