27 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკური განათლების საზაფხულო სკოლა გაიხსნა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ CIU-ს რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნანა ამირანაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, საზაფხულო სკოლის დირექტორი, ალიკა გუჩუა.
სკოლის პირველი დღე ასოცირებული პროფესორის, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ თამარ კიკნაძის ლექციით დაიწყო თემაზე: „შესავალი პოლიტიკურ მეცნიერებებში“, დღის მეორე ნახევარი კი პროფესორის, სოციალური მეცნიერებების დოქტორ ზაზა ცოტნიაშვილის ლექციას დაეთმო თემაზე: „პოლიტიკური მოვლენების გაშუქება მედიაში“.
ლექციები ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და მსმენელთა აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.
პოლიტიკური განათლების საზაფხულო სკოლაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 40-მდე მსმენელი იღებს მონაწილეობას. კურსი ერთი კვირის განმავლობაში 8 ლექციას მოიცავს, დასასრულს კი საგანმანათლებლო შემეცნებითი ექსკურსია იგეგმება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება