27 ოქტომბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერო-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის აღსანიშნავად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორია“ გაიხსნა.
აუდიტორია CIU-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლიმ გახსნეს. რექტორმა სიტყვით გამოსვლაში უნივერსიტეტისთვის აღნიშნული ლაბორატორიის გახსნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და გაეროსთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა დაადასტურა. გაეროს მუდმივმოქმედმა კოორდინატორმა კი მდგრადი განვითარების მიზნები და მასში საქართველოს ჩართულობის საკითხები ვრცლად მიმოიხილა. ასევე ჩაწერილი ვიდეომიმართვით აუდიტორიის წინაშე წარდგა გაეროს DESA EAPD-ის ეკონომიკურ საქმეთა ოფიცერი, დოქტორი ნამსუკ კიმი, ღონისძიებას კი CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა.
ცნობისთვის, მდგრადი განვითარების მიზნები წარმოადგენს გლობალურ მოწოდებას მოქმედებისკენ, რომელიც მიზნად ისახავს სიღარიბის აღმოფხვრას, დედამიწის გარემოსა და კლიმატის დაცვას და მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის მოპოვებას.
ლაბორატორიის გახსნით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველი აკადემიური დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ინსტიტუციურ დონეზე იზიარებს აღნიშნულ მიზნებსა და გაეროსთან აქტიური თანამშრომლობით ხელს უწყობს მის განხორციელებას სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება