2 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, “ფინანსების კვირეულის” პირველი შეხვედრა გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ “ფინანსების კვირეული” CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს, ფინანსების საბაკლავრო პროგრამის სტუდენტებს მიაწოდოს პრაქტიკული ცოდნა არსებული ბიზნეს გარემოს, მასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ.
პანელური დისკუსია ქრაუდფანდინგის ფარგლებში, სპიკერებმა: ხათუნა სანდროშვილმა, (ინოვაციების სპეციალისტი, გაეროს განვითარების პროგრამა);
მარიამ მიროტაძემ (საქართველოს ქრაუდფანდინგის ასოციაციის ხელმძღვანელი) და
რევაზ ბარბაქაძემ (მონაწილეობითი მმართველობის ექსპერტი, რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი) ისაუბრეს თემაზე - „სახალხო დაფინანსება (Crowdfunding) - ინოვაციური ფინანსური რესურსი დამწყები მეწარმეებისთვის“.
შეხვედრაზე სპიკერებმა განიხილეს ქრაუდფანდინგის მნიშვნელობა, მისი სახეები და ამ მხრივ, საქართველოში არსებული პლატფორმები.
პანელურ დისკუსიაზე სპიკერები CIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თეა კასრაძემ წარადგინა, დისკუსიაში ასევე, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება