3 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შრომის სამართლის ტრენინგკურსი დაიწყო. კურსს უძღვება ეკონომიკის დოქტორი და საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის „გრანთ თორნთონ საქართველოს“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ჯოლია, რომელსაც გააჩნია 15+ წლიანი გამოცდილება ბიზნეს სამართალში.
პირველი ორი შეხვედრა დაეთმო შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაცნობას, ასევე, ისეთი საკითხების განხილვას როგორებიცაა: დისკრიმინაციის ცნება შრომით ურთიერთობებში, პერსონალური მონაცემების დამუშავება, სრული და არასრული სამუშაო განაკვეთი, შრომის შინაგანაწესის მნიშვნელობა და მოწესრიგების სფერო. კურსის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ განიხილონ პრაქტიკული და რეალური ქეისები კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ტრენინგკურსის ფარგლებში კიდევ 3 შეხვედრაა დაგეგმილი, რომელიც შემდეგ საკითხებს ეთმობა: ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურების წესი, შვებულება, დეკრეტული შვებულება, კოლექტიური შრომითი ურთიერთობა, მასობრივი დათხოვნა, კონსულტაციის გამართვის პროცედურები, შრომის ინსპექციის კომპეტენცია, ასევე, ზედამხედველობის ფარგლები და პასუხისმგებლობა (სანქციები) და სხვ.
კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება