კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გიწვევთ
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე:
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები
ორგანიზატორები: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პლენარული სხდომის ჩატარების ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ - საქართველო, თბილისი, შ. დადიანის ქუჩა N2/1
ევროკავშირი და საქართველო მას შემდეგ თანამშრომლობენ, რაც 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. ეს თანამშრომლობა ,,პარტნიორობისა და თანამშრობის შესახებ შეთანხმებით“ დაიწყო და ახლა უფრო ამბიციური, ,,ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გრძელდება.
ასოცირების შეთანხმების მიზანი საქართველოს და ევროკავშირს შორის პოლიტ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა. ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს მოქალაქეებს.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.
კონფერენციის მიზანია, მეცნიერულ საფუძველზე დაყრდნობით, თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების გამოყენებით, ცხადყოს ასოცირების შეთანხმების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ექსპერტები, ახალგაზრდა მკვლევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
კსუ-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის კიდევ ერთი მიზანი სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება და ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების განვითარებაა.
თემატიკიდან გამომდინარე, კონფერენცია ინტერდისციპლინურია. აქ იმუშავებს შემდეგი სექციები:
მოხსენებების თემატიკა:
სამართლის სექცია
ბიზნესისა და ეკონომიკის სექცია
სოციალური მეცნიერებები
სამუშაო ენები:
ქართული, ინგლისური და რუსული.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
დებატები - 10 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე:
http://www.ciu.edu.ge/page/samecniero_konferencia
მნიშვნელოვანი თარიღები:
2016 წლის 10 ოქტომბრამდე |
ვებგვერდზე რეგისტრაციის ბოლო ვადა |
2016 წლის 18 ოქტომბრამდე |
სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა |
2016 წლის 11-13 ნოემბერი |
საკონფერენციო დღეები |
2016 წლის 12 ნოემბერი |
პლენარული სხდომა და ძირითადი სესიები |
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:
უცხოელი მეცნიერებისათვის - 100 EURO;
ქართველი მეცნიერებისათვის - 140 GEL;
უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის - 100 GEL.
საკონფერენციო მოსაკრებელის გადახდა ხდება საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მონაწილესთან გაგზავნილი დასტურისა და მოწვევის წერილის მიღებიდან არაუმეტეს, 5 სამუშაო დღის ვადაში. საორგანიზაციო კომიტეტი დაბეჯითებით გთხოვთ, დაიცვათ ვადები, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ შეფერხდეს. დაგვიანებული მონაწილის მასალები არ განიხილება.
საკონფერენციო მოსაკრებელი უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე:
საბანკო ანგარიშის ნომერია:
შპს “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი”
ს.ს. “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი: TBCBGE22
GE86TB7261336020100002
გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: is-conference2016@ciu.edu.ge
მონაწილეებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, ინდივიდუალურად, შესაძლებელია უნივერსიტეტის მიერ თბილისში ცხოვრების ხარჯების დაფინანსება.
თეზისების გაფორმების წესი:
მოთხოვნები:
4. მოხსენება, ასევე შეიძლება წარმოადგინოს ორმა ავტორმა;
5. ნაშრომი და საკონფერენციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი ავტორებმა უნდა გამოგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე განაცხადში ზემოთ წარმოდგენილი თარიღების დაცვით.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება, ელექტრონული ვერსია კი განთავსდება ინტერნეტში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება