კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს ორი პრაქტიკოსი გამომძიებელი ჟურნალისტი -ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე შეხვდა.
" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს ორი პრაქტიკოსი გამომძიებელი ჟურნალისტი -ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე შეხვდა. " /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს ორი პრაქტიკოსი გამომძიებელი ჟურნალისტი -ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე შეხვდა. ">კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს ორი პრაქტიკოსი გამომძიებელი ჟურნალისტი -ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე შეხვდა.
შეხვედრა უნივერსიტეტის პროფესორის გიგლა გოებეჩიას საგნის - „საგამოძიებო ჟურნალისტიკა“ - ფარგლებში განხორციელდა.
მოწვეულმა სტუმრებმა შეხვედრისას სტუდენტებს საკუთარი ჟურნალიტური გზის შესახებ უამბეს. გააცნეს ყველა ის ნიუანსი, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკის თანმდევია.
შეხვერდა დიალოგის ფორმატით წარიმართა. ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებმა გამომძიებლებს უამრავი კითხვა დაუსვეს, მათ შორის, ის, თუ როგორ უნდა იურთიერთონ წყაროებთან, რა ეთიკური ნორმები არსებობს, როგორ იქცევა ჟურნალისტი მუქარის შემთხვევაში და რა პრინციპით მზადდება საგამოძიებო მასალა.
მოწვეული სტუმრები სტუდენტებს, ასევე, წერის უნარის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
შეხვედრას დამატებითი ინტერესი ლია ტოკლიკიშვილისა და მაია გოგოლაძის საავტორო გადაცემის „გამომძიებელი რეპორტიორის“ ახალი ფილმის - „სახიფათო თამაშები ვერესთან გრძელდება“ - ჩვებამ შესძინა. ავტორებმა ამ თემის გარშემო არსებულ საკითხებზე სტუდენტებთან ერთად იმსჯელეს.
შეხვედრაზე, ერთობლივი პროექტების ჩატარებისა და სტუდენტების პრაქტიკის გავლის კუთხით, შემგდომი თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.
პროფესორმა გიგლა გობეჩიამ სტუმრებს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მულტიმედია ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება