კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.
" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. " /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ">კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოსა და ირანის უნივერსიტეტებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობას, სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირებასა და ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების განვითარებას.
კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოსა და ირანის უმაღლესი სასწავლებლების 30-მდე პროფესორმა მიიღო.
კონფერენციაზე მოხსენებები შემდეგ თემებზე გაკეთდა: „ირან-საქართველოს ენერგეტიკული პერსპექტივები „პოსტ-სანქციების“ პირობებში", „ირანელ ქართველთა მეტყველების კვლევის აქტუალური საკითხები“, „ქალთა უფლებები ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით" და სხვა.
ღონისძიებაზე ხუზისტანელმა ქართველმა ამინ ყეზელბაშიანმა საქართველოში პირველად წარმოადგინა მოხსენება ხუზისტანელ ქართველებზე.
კონფერენციას ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მოჯთაბა ქამრან ფარდი ესწრებოდა.
საპატიო სტუმრებს შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები იყვნენ.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა მოჯთაბა ქამრან ფარდიმ სერტიფიკატები გადასცეს.
კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ხელშეწყობით ჩატარდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება