კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს „დავების განმხილველ ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტში ოთხდღიანი ლექციათა კურსი ტარდება, თემაზე - „საარბიტრაჟო სამართალი&ldqu" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს „დავების განმხილველ ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტში ოთხდღიანი ლექციათა კურსი ტარდება, თემაზე - „საარბიტრაჟო სამართალი&ldqu" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს „დავების განმხილველ ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტში ოთხდღიანი ლექციათა კურსი ტარდება, თემაზე - „საარბიტრაჟო სამართალი&ldqu">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს „დავების განმხილველ ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტში ოთხდღიანი ლექციათა კურსი ტარდება, თემაზე - „საარბიტრაჟო სამართალი“.
პირველი ლექცია 25 მაისს ჩატარდა. შეხვედრა სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ილია წიკლაურმა გახსნა და DRC-ის წარმომადგენლებს უნივერსიტეტი გააცნო.
მომხსენებელმა ლაშა ნოდიამ ლექცია ცენტრის შესახებ ინფორმაციის გაცნობით დაიწყო.
ლექციაზე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ინფორმაცია იმის შესახებ მიიღეს თუ რა უპირატესობები გააჩნია არბიტრაჟს სასამართლოში საქმის წარმოებასთან შედარებით, რა სახის დავებს განიხილავს არბიტრაჟი, საარბიტრაჟო შეთანხმების რა აუცილებელი და რეკომენდებული ელემენტები არსებობს, რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ საარბიტრაჟო შეთანხმების ფორმა და შინაარსი აკმაყოფილებდეს რამდენიმე ქვეყნის სამართლის მოთხოვნებს.
დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების ცენტრის DRC-ის ლექციათა კურსი ოთხ ეტაპად ჩატარდება. მორიგი შეხვედრა 31 მაისს, 15:00 საათზე, 101-ე აუდიტორიაში გაიმართება და ლექციას კვლავ ლაშა ნოდია გაუძღვება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება