კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ირაკლი იორდანიძემ, ახალგაზრდა ამომრჩევლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სტუდენტებს სემინარი ჩაუტარა, თემაზე - „ინფორმირე" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ირაკლი იორდანიძემ, ახალგაზრდა ამომრჩევლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სტუდენტებს სემინარი ჩაუტარა, თემაზე - „ინფორმირე" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ირაკლი იორდანიძემ, ახალგაზრდა ამომრჩევლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სტუდენტებს სემინარი ჩაუტარა, თემაზე - „ინფორმირე">
13 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ირაკლი იორდანიძემ, ახალგაზრდა ამომრჩევლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სტუდენტებს სემინარი ჩაუტარა, თემაზე - „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“.
მომხსენებელმა სტუდენტებს გააცნო: არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები, საარჩევნო სამართლის პრინციპები, საერთაშორისო ვალდებულებები და ადამიანის უფლებები.
ასევე, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია არჩევითი სახელმწიფო ორგანოებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების შესახებ.
ირაკლი იორდანიძემ არჩვენებზე დამკვირვებლების ფუნქციასა და ხმის მიცემის პროცესის ვიზუალიზაციისთვის სტუდენტებს სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლი აჩვენა.
სემინარს უნივერსიტეტის I და II კურსის 70-მდე სტუდენტი ესწრებოდა.
აღნიშნული სემინარი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების ცენტრის პროექტის - „არჩევნები და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა“ - ფარგლებში განხორციელდა.
სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილე სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცემათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება