კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის, ტურიზმის სპეციალობის სტუდენტი ციცი ცაცკრიალაშვილი იმ 20 საუკეთესო ნაშრომის ავტორთა სიაში მოხვდა, რომლებსაც საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ 15 აპრილს გამართ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის, ტურიზმის სპეციალობის სტუდენტი ციცი ცაცკრიალაშვილი იმ 20 საუკეთესო ნაშრომის ავტორთა სიაში მოხვდა, რომლებსაც საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ 15 აპრილს გამართ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის, ტურიზმის სპეციალობის სტუდენტი ციცი ცაცკრიალაშვილი იმ 20 საუკეთესო ნაშრომის ავტორთა სიაში მოხვდა, რომლებსაც საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ 15 აპრილს გამართ">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის, ტურიზმის სპეციალობის სტუდენტი ციცი ცაცკრიალაშვილი იმ 20 საუკეთესო ნაშრომის ავტორთა სიაში მოხვდა, რომლებსაც საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ 15 აპრილს გამართულ კონფერენციაში.
კონფერენცია თემაზე - „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება“- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.
პირველ ეტაპზე 22 უნივერსიტეტიდან 74 თეზისი და ნაშრომი იყო წარმოდგენილი, აქედან მეორე ეტაპზე თოთხმეტკაციანი ჟიურის შეფასებით 40 ნაშრომი, ხოლო მესამეზე, რაც ნაშრომის წარდგენას გულისხმობდა 13 უნივერსიტეტის 20 საუკეთესო ნაშრომი გავიდა.
კსუ-ს სტუდენტის ციცი ცაცკრიალაშვილის თემამ - „შიდა ტურიზმის განვითარების პროგრამა“- საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია, შედეგად ორი კომპანიის ს.ს ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოებისა და turebi.ge-ს რჩეული გახდა, რაც საკუთარი პროექტის განხორციელებაში დახმარებასა და სტაჟირებას ითვალისწინებს.
პრეზენტაციის შემფასებელი ჟიური ხუთი კაცისგან - მედეა ჯანიაშვილი, მაია წერეთელი, ნინო კეკელიძე, ლაშა ლაბაძე, გიორგი ბრეგაძე - შედგებოდა და მათი გადაწყვეტილებით სამი საპრიზო ადგილი ასე გადანაწილდა: I - ნათია გოგუაძე, II - ნინო ციგროშვილი და III - გიორგი ევსია.
ღონისძიების ერთერთმა პარტნიორმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველი ადგილის მფლობელი - ნათია გოგუაძე უფასო სასერტიფიკატო კურსითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილოვა.
კონფერენციის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სერტიფიკატები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გადასცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება