კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ახალ პროექტს „სტუდენტური ცხოვრება“ - ატარებს. კონკურსი სპორტულ-კულტურულ აქტივობებს გულისხმობს, სადაც გამარჯვებული მონაწილეები და გუნდები სტუდენტურ დღეებსა თუ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მიიღებენ მონაწილეობას.
11 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით პროექტის ფარგლებში კსუ-ს სტუდენტები ისეთ შიდა კონკურსებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, როგორებიცაა: ქართული ხალხური სიმღერა, ჭადრაკი, დებატები, რა? სად? როდის?, გრეხეთბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ქუჩის ფეხბურთი, მკლავჭიდი, იუმორისტული სკეტჩი, თანამედროვე სიმღერა, ქუჩის კალათბურთი, ბილიარდი, პეინტბოლი.
1 აპრილს მკლავჭიდში ძალები 50-მდე სტუდენტმა მოსინჯა. შეჯიბრება ექვს წონით კატეგორიაში, მარჯვენა და მარცხენა ხელით მოთმაშე კონკურსანტებს შორის ჩატარდა.
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის ზურა ქავთარიას თქმით - მკლავჭიდის შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. თითოეულ წონით კატეგორიაში ოთხი - პირველ და მეორე ადგილზე გასული მარჯვენა და მარცხენა ხელით მოთამაშე, საბოლოო ჯამში კი 24 გამარჯვებული გამოვლინდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება