,,ბუნება მბრძანებელიას“ გამარჯვებული - დიდუბე-ჩუღურეთის 130-ე საჯარო სკოლა გახდა, ფოტოკონკურსის გამარჯვებული კი მარიამ ძამაშვილი.
" /> ,,ბუნება მბრძანებელიას“ გამარჯვებული - დიდუბე-ჩუღურეთის 130-ე საჯარო სკოლა გახდა, ფოტოკონკურსის გამარჯვებული კი მარიამ ძამაშვილი. " /> ,,ბუნება მბრძანებელიას“ გამარჯვებული - დიდუბე-ჩუღურეთის 130-ე საჯარო სკოლა გახდა, ფოტოკონკურსის გამარჯვებული კი მარიამ ძამაშვილი. ">კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/„დედამიწის მეგობრები საქართველოსთან“ ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს - „ბუნება მბრძანებელია’’- ატარებს.
პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი სარეკომენდაციო ვალდებულებების მნიშვნელობის გაცნობიერება.
20 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის „ბუნება მბრძანებელიას“ ფინალური თამაში გაიმართა. პროექტი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქ თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში არსებულ კერძო და საჯარო სკოლებს შორის, მათგან 9 სკოლის გუნდი (გლდანი-ნაძალადევი N 112, რუსთავის N 2, ძველი თბილისის N 18, სართიჭალის N 1, დიდუბე-ჩუღურეთის N 130, თეთრიწყაროს N 1, ისანი-სამგორის N 182, ძველი ქანდისა და ვაკე-საბურთალოს N 171 საჯარო სკოლები) ერთმანეთს ფინალურ ეტაპზე ინტელექტუალურ შეჯიბრში დაუპირისპირდა.
ფინალური თამაშის ჟიურის წევრების სია ასე დაკომპლექტდა: კსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვიცე-რექტორი - მარინა გედევანიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე - ეკა გრიგალავა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები საქართველოს თანათავჯდომარეები - ნინო ჩხობაძე და რუსუდან სიდამონიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი - პაატა ხიზანაშვილი.
,,ბუნება მბრძანებელიას“ გამარჯვებული - დიდუბე-ჩუღურეთის 130-ე საჯარო სკოლა გახდა. მეორე ადგილზე 182-ე, ხოლო მესამე ადგილზე ძველი ქანდის საჯარო სკოლა გავიდა. პროექტის ყველა ფინალისტს სამახსოვრო საჩუქრები და წიგნები გადაეცათ, გამარჯვებული სკოლის მონაწილეები კი პლანშეტური კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ.
პროექტ - „ბუნება მბრძანებელის’’ ფარგლებში კსუ-ში ფოტო კონკურსიც ჩატარდა, სადაც მონაწილეობა თბილისის, თეთრიწყაროს, გარდაბანისა და რუსთავის სკოლების 17-მა მოსწავლემ მიიღო. კონკურსის თემატიკა პროექტ ,,ბუნება მბრძანებელიას“ მიზნებს ეხმიანება: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი მარინე უგულავა გახლავთ, საკონკურსო ფოტომასალა ავტორებთან ერთად კონკურსის ჟიურის წევრებმა კსუ-ს ჟურნალისტიკის სპეციალობის პროფესორებმა გაარჩიეს. პროგრამის ხელმძღვანელი - ნინო ჭალაგანიძე, ასოცირებული პროფესორი - სულხან მელაძე, მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი - რუსუდან კვარაცხელია.
20 დეკემბერს ფოტოკონკურსის შედეგებიც გამოცხადდა, პირველი ადგილი მარიამ ძამაშვილმა მოიპოვა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გარდა პირველი სამი ადგილისა, სამი ფავორიტი საკონკურსო ადგილიც გამოავლინდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება