კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მენეჯმენტის ფაკულტეტის ღია კარის დღე გაიმართა. სამაგისტრო პროგრამის სისრულისათვის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს უნიკალური მრავალსაფეხურიანი მარანი ,,კოლხი&l" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მენეჯმენტის ფაკულტეტის ღია კარის დღე გაიმართა. სამაგისტრო პროგრამის სისრულისათვის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს უნიკალური მრავალსაფეხურიანი მარანი ,,კოლხი&l" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მენეჯმენტის ფაკულტეტის ღია კარის დღე გაიმართა. სამაგისტრო პროგრამის სისრულისათვის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს უნიკალური მრავალსაფეხურიანი მარანი ,,კოლხი&l">
15 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მენეჯმენტის ფაკულტეტის ღია კარის დღე გაიმართა.
დამსწრე საზოგადოების, მოწვეული სტუმრებისა და სტუდენტების წინაშე სიტყვით კსუ-ს კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, კსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვიცე-რექტორი მარინა გედევანიშვილი, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ნინო ჩხარტიშვილი, კსუ-ს კანცლერის მოადგილე ქეთევან ჯურხაძე და კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი კახაბერ ჯაყელი წარსდგნენ.
მათ ფაკულტეტის დაარსების, პროგრამის ძირითადი კომპონენტების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, საგრანტო პროგრამების, პროფესორ -მასწავლებლების, სხვადასხვა მსხვილ საწარმოებთან და საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.
სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით უნივერსიტეტში ფუნქციონირებს უნიკალური მრავალსაფეხურიანი მარანი ,,კოლხი“ : იმერულ-კოლხური ღია ტიპის, იბერიულ-კახური და ორდონიანი მარნით, ენოთეკით; გაშენებულია 107 ენდემური ჯიშის ვაზი, ჩაყრილია 62 ქვევრი.
ღია კარის დღეზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა კსუ-ს მულტიმედია ცენტრის მიერ მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის - მარანი „კოლხი“-ს ჩვენებას დასწრებოდა.
კსუ-ს ფაკულტეტებზე და საგანმანათლებლო პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდს: www.ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება