კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საკონკურსო ფოტოების განხილვა-შეფასება მოეწყო. პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეებს პროფესიული რჩევები გაუზიარეს და თითოეული ფოტო მათთან ერთად განიხილეს. დაიგეგმა სამომავლო " /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საკონკურსო ფოტოების განხილვა-შეფასება მოეწყო. პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეებს პროფესიული რჩევები გაუზიარეს და თითოეული ფოტო მათთან ერთად განიხილეს. დაიგეგმა სამომავლო " /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საკონკურსო ფოტოების განხილვა-შეფასება მოეწყო. პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეებს პროფესიული რჩევები გაუზიარეს და თითოეული ფოტო მათთან ერთად განიხილეს. დაიგეგმა სამომავლო ">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/„დედამიწის მეგობრები საქართველოსთან“ ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს - „ბუნება მბრძანებელია’’- ატარებს.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ფოტო კონკურსი, სადაც მონაწილეობა თბილისის, თეთრიწყაროს, გარდაბანისა და რუსთავის სკოლების 17-მა მოსწავლემ მიიღო. კონკურსის თემატიკა პროექტ ,,ბუნება მბრძანებელიას“ მიზნებს ეხმიანება: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა.
პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი მარინე უგულავა გახლავთ, საკონკურსო ფოტომასალა ავტორებთან ერთად კონკურსის ჟიურის წევრებმა კსუ-ს ჟურნალისტიკის სპეციალობის პროფესორებმა გაარჩიეს. ( პროგრამის ხელმძღვანელი - ნინო ჭალაგანიძე, ასოცირებული პროფესორი - სულხან მელაძე, მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი - რუსუდან კვარაცხელია.) მონაწილეებმა პროექტის თემატიკის გათვალისწინებით გადაღებული ფოტოები და აღწერა საკონკურსო კომისიას მიაწოდეს.
5 დეკემბერს საკონკურსო ფოტოების განხილვა-შეფასება მოეწყო. პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეებს პროფესიული რჩევები გაუზიარეს და თითოეული ფოტო მათთან ერთად განიხილეს. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრა, სადაც ჟიური თავის ფავორიტებს დაასახელებს. კონკურსის თითოეულ მონაწილეს კსუ-ს სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება