კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/„დედამიწის მეგობრები საქართველოსთან“ ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს - „ბუნება მბრძანებელია’’- ატარებს. ინტ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/„დედამიწის მეგობრები საქართველოსთან“ ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს - „ბუნება მბრძანებელია’’- ატარებს. ინტ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/„დედამიწის მეგობრები საქართველოსთან“ ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს - „ბუნება მბრძანებელია’’- ატარებს. ინტ">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/„დედამიწის მეგობრები საქართველოსთან“ ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს - „ბუნება მბრძანებელია’’- ატარებს.
პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი სარეკომენდაციო ვალდებულებების მნიშვნელობის გაცნობიერება.
ღონისძიება კსუ-ს ვიცერექტორმა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მარინა გედევანიშვილმა გახსნა. მან კსუ-ს დაარსებისა და განვითარების ისტორია გააცნო დამსწრე საზოგადოებასა და მოსწავლეებს, წარმატება უსურვა თითოეულ მონაწილეს და იმედი გამოთქვა, რომ ამ ინტელექტუალური პროექტის ავტორი, მარინე უგულავა, კვლავაც აქტიურად გააგრძელებს სასკოლო-საგანმანათლებლო შეჯიბრებების ორგანიზებას.
ინტელექტუალურ თამაშში ერთმანეთს ქალაქ რუსთავის (N16-ე, N 2-ე, „სკოლა-მზეკაბანი“, N 4-ე, N 17-ე, N 9-ე, N 15-ე) საჯარო სკოლები შეხვდნენ.
ჟიურის წევრების სია ასე დაკომპლექტდა: კსუ-ს ვიცერექტორი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა გედევანიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /„დედამიწის მეგობრები საქართველოს“ თანათავმჯდომარე რუსუდან სიდამონიძე. ინტელექტუალურ კონკურსს მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ: პოეტი ია სულაბერიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარელა წოწორია, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/„დედამიწის მეგობრები საქართველოს“ სატყეო პოლიტიკის კოორდინატორი ზაზა კვანტალიანი, ქვემო ქართლის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია და ქვემო ქართლის ადმინისტრაციული ერთეულის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე კუდარავა.
ინტელექტუალურ თამაშში ქალაქ რუსთავის სკოლებიდან N 2-ე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება