კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლონური ენისა და კულტურის კაბინეტი კსუ-ს კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა მარცინ " />
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლონური ენისა და კულტურის კაბინეტი კსუ-ს კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა მარცინ " />
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლონური ენისა და კულტურის კაბინეტი კსუ-ს კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა მარცინ ">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლონური ენისა და კულტურის კაბინეტი კსუ-ს კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა მარცინ ჟოჰოვსკმა საზეიმოდ გახსნეს. ამ ტიპის კაბინეტის შექმნის ძირითად მიზანს საქართველო-პოლონეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება წარმოადგენდა. მისასალმებელ სიტყვაში დამსწრე საზოგადოებას, სტუმრებსა და სტუდენტებს კსუ-ს კანცლერმა კაბინეტის გახსნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ის ბევრ საინტერესო პროექტსა და აქტივობას უმასპინძლებს. სტუმრებს კსუ-ს რექტორის მოადგილემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მარინა გედევანიშვილმა უნივერსიტეტის დაარსებისა და განვითარების ისტორია გააცნო. აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პოლონური ენის შემსწავლელ კურსებს უკვე ორი წელია ახორციელებს, სადაც ნებისმიერ სტუდენტს საშუალება აქვს პოლონური ენა აბსოლუტურად უსასყიდლოდ შეისწავლოს. კაბინეტის გახნის საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში, კსუ-ს სტუდენტებმა პრეზენტაციები და ვიდეომასალები წარმოუდგინეს დამსწრე საზოგადოებას. მარცინ ჟოჰოვსკმა იმედი გამოთქვა, რომ კაბინეტის არსებობა დამატებითი მოტივაცია იქნება სტუდენტებისთვის, რათა ისინი პოლონურ ენას დაეუფლონ. მან უნივერსიტეტის კანცლერს საქართველოში მცხოვრები პოლონელი ხელოვანების შესახებ წიგნიც უსახსოვრა. ახლადგახსნილ კაბინეტში უკვე გამოიფინა თემატური ფოტოები და განთავსდა სახელმძღვანელოები, რათა სტუდენტებმა და მათმა ლექტორებმა დაუბრკოლებლად შეძლონ მუშაობა. ადრესატი თქვენი სახელი ელ-ფოსტა თემა შეტყობინება
გამოიწერეთ სასურველი კატეგორიები:
პოლონური ენისა და კულტურის კაბინეტის გახსნა კსუ-ში
სხვა სიახლეები
სხვა ანონსები
კონტაქტი