ინტელექტუალური შეჯიბრის მეორე შესარჩევი ტური
ცესკოს სხდომათა დარბაზში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ორგანიზებით, ინტელექტუალური შეჯიბრის მეორე შესარჩევი ტური გაიმართა.
შეხვედრა სწავლების ცენტრის პროექტის – „სტუდენტური დებატკლუბის“ – ფარგლებში შედგა. დებატებში ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება, მცირე სხვაობით, ამ უკანასკნელმა მოიპოვა.
მეორე შესარჩევი შეჯიბრის დებატების თემა იყო: „მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან უნდა მიენიჭოს აქტიური საარჩევნო უფლება“. ინტელექტუალური შეჯიბრის შვიდკაციანი ჟიური სამივე რაუნდის განმავლობაში გუნდებს ათბალიანი სისტემით აფასებდა.
დებატების დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა გამარჯვებული გუნდის წევრებს სერთიფიკატები გადასცეს.
„სტუდენტური დებატკლუბის“ ფინალი სექტემბერში გაიმართება.
პროექტში მონაწილე სტუდენტებმა სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სემესტრული სწავლება საარჩევნო სამართლის დარგში უნივერსიტეტებში გაიარეს.
შეგახსენებთ, რომ სწავლების ცენტრი მსგავს ღონისძიებებს 2012 წლიდან ახორციელებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება