საქართველოდან სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა. გირესუნის უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირს საფუძველი ჩაუყარა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორმა, ალექსანდრე რუსეცკიმ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა კახაბერ კორძაიამ გირესუნის უნივერსიტეტის რექტორთან - აიგუნი ათართან ერთად გახსნა სიმპოზიუმი და აღნიშნა, რომ კავკასია მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე გადამწყვეტ როლს თამაშობს. მისმა გამოსვლამ დიდი ყურადღება დაიმსახურა.
ორი დღის მანძილზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა კახაბერ კორძაიამ და პროფესორებმა - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა თხილავამ, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ კიკნაძემ და ოლგა დოროხინამ სხვადასხვა თემებზე წაიკითხეს მოხსენებები. კახაბერ კორძაიას თემა შეეხებოდა უნივერსიტეტის როლს სამშვიდობო პროცესებში; თამარ კიკნაძის მოხსენება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემას მოიცავდა; ეკა თხილავამ საერთო-კავკასიური საინფორმაციო სივრცის შესახებ ისაუბრა, ხოლო ოლგა დოროხინამ მიმოიხილა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების როლი და მნიშვნელობა კავკასიის რეგიონისთვის.
აღსანიშნავია, რომ თამარ კიკნაძე სიმპოზიუმის მეოთხე სესიის მოდერატორიც იყო.
6 დეკემბერს გირესუნის უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა აიგუნი ათარმა მსოფლიოს წამყვან ხუთ უნივერსიტეტთან, და მათ შორის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება