აქციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები შეუერთდნენ.
ბავშვები, რომლებიც ახმეტის მესამე საჯარო სკოლაში სწავლობენ, ამ წამოწყებას ენთუზიაზმით შეხვდნენ.
დასკვნითი ღონისძიება 29 მარტს ახმეტის დღის ცენტრის ეზოში გაიმართა. აქციაზე, ახმეტის დღის ცენტრის ბავშვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ამავე უნივერსიტეტის ბრენდირებული მაისურები, სამკერდე ნიშნები, კალმები და ბლოკნოტები გადასცეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესოდ მეექვსეკლასელი ნიკა ერთგულაშვილისა და მერვეკლასელი მარიამ ჯაშიაშვილის ნამუშევრები დასახელდა. გამარჯვებულები ქარჩხაძის გამომცემლობისა და ინტელექტის წიგნებით დასაჩუქრდნენ.
ბოლოს, კონკურსში მონაწილეებმა გარემოს დაცვის სამინისტროს ნაჩუქარი კვიპაროსისა და კაკლის ნერგები დარგეს.
კსუ-ს სტუდენტები მსგავს აქტივობებში ხშირად მონაწილეობენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება