შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინისა და ჰოლანდიის საელჩოების, სახელმწიფო სტრუქტურების – შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სამეცნიერო და კვლევითი ორგანიზაციების, ბიზნეს-სტრუქტურების, ჭავჭავაძის საგვარეულო საზოგადოების, ასევე, ყვარლის ადგილობრივი მმართველობისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებმა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ყვარლის რაიონის ყოფილი დეპუტატი ნანა პატარკაციშვილი და ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე.
შეხვედრაზე დაისვა საკითხი სხვადასხვა უწყებათა საქმიანობის კოორდინირების აუცილებლობის, ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ, პრემიერ-მინისტრისათვის წარსადგენად. შეხვედრის მონაწილეები აპირებენ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისიის შექმნის ინიცირებას, მდინარე დურუჯის აუზთან დაკავშირებით არსებულ პრობლემათა გადასაჭრელად.
შეხვედრაზე გადაწყდა საინფორმაციო პორტალ „დურუჯის“ შექმნა, ინფორმაციის მოპოვება და განთავსება დურუჯის პრობლემატიკის შესახებ. ასევე, წიგნის გამოცემა, ფილმის მომზადება, მუდმივმოქმედი ექსპოზიციის მომზადება-განთავსება ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმში.
იგეგმება კონსულტაციების გამართვა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან, ასევე, პოტენციური ინვესტორების მონაწილეობით, ბიზნეს-ფორუმის ორგანიზება.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ყვარლის რაიონის ადგილობრივ მმართველობასა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საკითხი. კერძოდ, ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის კსუ-ს ბაზაზე მოამზადებენ მენეჯერებს საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში. ასევე, შეიმუშავებენ ყვარლის რაიონის საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიას.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „ეუთოს თავმჯდომარეობისას უკრაინის ინფორმაციულ-ანალიტიკური მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტი, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, შვეიცარიისა და საქართველოს საელჩოების მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის პარტნიორები და თანაორგანიზატორები არიან: უკრაინის საელჩო საქართველოში და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება