International Visitor Leadership Program-ის ფარგლებში, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს, საქართველოს მედია საშუალებების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა დაიგეგმა. აშშ-ს მხარემ თავად შეადგინა საქართველოში ციფრული მაუწყებლობის კუთხით ხუთი „ლიდერი" და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის გასაცნობად და შესასწავლად სამუშაო ჯგუფი აშშ-ში ჩაიყვანა.
სამუშაო პროგრამა საკმაოდ დატვირთულია, ვიზიტი სამ კვირას გასტანს, შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ოთხ სხვა შტატში.
ჩამოსვლის შემდეგ, პროფესორი ნ. კუპრაშვილი ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს ქართული მედია საშუალებების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პერსპექტივის შესახებ საჯარო ლექციას წაუკითხავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება