უნივერსიტეტს, ასევე, თბილისისა და რეგიონების სხვა სკოლების პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევარები და პრაქტიკოსი ექსპერტებიც ესტუმრნენ. კონფერენციის მონაწილეების აქტუალურ და საინტერესო პრეზენტაციებს ინტენსიური განხილვა და დებატები მოყვა. სამუშაო პროცესში პროფესორ-მასწავლებელთა და პრაქტიკოსების ჩართულობამ ახალი გამოცდილება შესძინა კონფერენციის მსვლელობას.
კსუ კონფერენციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაშუქდა. (მეტი ინფორმაციისთვის იხ. თანდართული ფაილები).
სექციათა კომისიების მიერ საუკეთესო ნაშრომის ავტორებად დასახელებულ სტუდენტებს დიპლომები უახლოეს დღეებში გადაეცემა; მათი მოხსენებები კი, სრული სახით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო მასალების კრებულში დაიბეჭდება.
კონფერენციის დასასრულ, კავკასის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. კ. კორძაიამ კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი სახის ღონისძიებებს ტრადიციული სახე მიეცემა და საინტერესო გამოსვლებითა და დისკუსიებით მომავალშიც გამორჩეული იქნება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება