- რა ეტაპები უნდა გაიაროს სტუდენტმა მობილობის განხორციელებისათვის?
- გაიაროს რეგისტრაცია მობილობის ელ. პორტალზე students.eqe.ge
- გააკეთოს ელგანაცხადი მობილობაზე: დააფიქსიროს არჩევანი (უსდ, პროგრამა) და დაალაგოს იგი პრიორიტეტებად;
- გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) სს საქართველოს ბანკში;
- გაეცნოს მობილობის შედეგებს ელ. პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში;
- დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები;
- გაეცნოს მიმღები უსდ-ს მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი.
- როდის რეგისტრირდება პორტალზე და როდის აკეთებს მობილობის ელექტრონულ განაცხადს მობილობის მსურველი სტუდენტი?
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში, (იხ. მობილობის ელ. პორტალი students.emis.ge).
- ვის აქვს რეგისტრაციის უფლება?
პორტალზე მომხარებლად რეგისტრაციის უფლება აქვს, პირს, რომელიც ასახულია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 1 სასწავლო წლის განმავლობაში აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი.
- სტუდენტს, რომელსაც შეჩერებული ან შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი, აქვს თუ არა მობილობის უფლება?
- სტუდენტს, რომელსაც შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, მობილობის უფლება აქვს სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში;
- სტუდენტს, რომელსაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში;
- 2010 წლის 4 თებერვლამდე ყველა გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად და უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;
- გარიცხვის/ამორიცხვის ბრძანების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში;
- აღიარებულ რეჟიმში სწავლის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში.
- როგორ რეგისტრირდებიან პორტალზე?
სტუდენტი მობილობის ელექტრონულ პორტალზე მომხარებლად რეგისტრირდება თერთმეტნიშნა პირადი ნომრის მეშვეობით.
- როგორ ხდება მობილობის შედეგის გაცნობა?
მობილობის შედეგების გამოცხადების შემდგომ მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტს შეუძლია საკუთარი შედეგი იხილოს პორტალზე - პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში. აღნიშნულის თაობაზე სტუდენტს ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელფოსტის დახმარებით.
- როგორ ირიცხებიან სტუდენტები მობილობით უსდ-ში?
ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით, მობილობაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, სტუდენტი გადის რეგისტრაციას უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადებში და წარმოადგენს მოთხოვილ დოკუმენტაციას.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უნივერსიტეტი ამზადებს დასკვნის პროექტს სტუდენტის მიერ გავლილი საგნების აღიარების შესახებ.
უნივერსიტეტი ვალდებულია სტუდენტს გააცნოს აღიარების პროექტი და თანხმობა დაადასტურებინოს აღიარების დოკუმენტზე ხელმოწერით.
რეგისტაციისა და აღიარების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ უნივერსიტეტი ამზადებს მობილობით ჩარიცხვის პროექტს, რომელსაც შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ცენტრიდან თანხმობის შემდეგ გამოიცემა რექტორის ბრძანება მობილობის ჩარიცხვის შესახებ.
- რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს მობილობის მსურველმა სტუდენტმა მიმღებ უნივერსიტეტში?
სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადებში და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
საბაკალავრო/ერთსაფეხურიან პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ასლი;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
სამაგისტრო პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი/ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
- B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი ინგლისურ ენაში. სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის დონის დასადგენი ტესტი;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა, დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან, დამოწმებული ბეჭდით.
სადოქტორო პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
- კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დოკუმენტი;
- სამოტივაციო წერილი, რომელიც მოიცავს კანდიდატისთვის საინტერესო საკვლევი თემის აქტუალობისა და მნიშვნელობის დასაბუთებას;
- დარგის სპეციალისტთა ორი რეკომენდაცია;
- ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის სერთიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი და დასრულებული აქვს ინგლისურ ენაზე;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით;
- პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მობილობის პროცესის დასრულების შემდეგ სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ატესტატის დედანი.
- როდის ითვლება მობილობის პროცესი დასრულებულად ?
მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის დღიდან.