Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    მობილობა

    მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლოდაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია. ამ პროცესს არეგულირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №10/ნ (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი).

    სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის შექმნილია მობილობის ელექტრონული პორტალი, სადაც ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ასახავს დაწესებულებების მიერ მობილობისათვის რეგისტრირებულ ადგილებს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

    მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის დგინდება:

    ა) დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში ელექტრონულად წარმოდგენის ვადა;

    ბ) მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა;

    გ) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვის ვადა.

    სტუდენტების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, წელიწადში ორჯერ: შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში.

    მობილობის განხორციელებისთვის მობილობის მსურველი პირი რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მობილობის ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge .

    მობილობის უფლება აქვს:

     - სტუდენტს, რომლის დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამის დაწესებულებაში ისწავლა მინიმუმ 2 აქტიური სემესტრი;

     - სტუდენტს, რომელსაც შეჩერებული აქვს სტატუსი;

     - სტატუსშეწყვეტილ სტუდენტს, სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში.

    შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის უფლების მოპოვების შემდგომ, სტუდენტი ვალდებულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ვადებში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

     - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

     - 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);

     - სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);

     - საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;

     - ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ (მაგისტრატურის შემთხვევაში);

     - ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;

     - სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;

     - ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.

    ამის შემდგომ, უნივერსიტეტი ადგენს შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება დადასტურებული უნდა იყოს მობილობის მსურველი პირის მიერ.

    უნივერსიტეტი უფლებამოსილია საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის განსაზღვროს წინაპირობები, რაც გულისხმობს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენას. ამ თავსებადობის არარსებობა პირის მობილობით ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველია.

    2020 წლის და შემდგომი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტების მობილობა შესაძლებელია ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლის წინაპირობადაც დადგენილია იგივე საგნები, რაც სტუდენტმა ჩააბარა ეროვნულ გამოცდებზე. თუ სტუდენტს სურს მობილობით გადასვლა განსხვავებულ პროგრამაზე, მან უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდების კონკრეტული საგანი, რომელიც წინაპირობაა მისთვის სასურველი პროგრამისთვის.