Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩართულია განათლების საქართველოსა და უცხოეთში ჩატარებულ საერთაშორისო გამოფენებში, სადაც წარმოდგენილია უნივერსიტეტის, მისი უცხოენოვანი სასწავლო პროგრამების, საუნიერსიტეტო ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს უცხოელი სტუდენტებისა და პერსონალის მოზიდვას.

    2012 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს და ჩართულია IEFG - განათლების საერთაშორისო გამოფენაში.

    2017 წლის 13-15 აპრილს არაბეთის გაერთიანებულ საემიროში, ქალაქ დუბაიში სამდღიან საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე საქართველოდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტით „Study in Georgia“ მონაწილეობდა 8 უნივერსიტეტი.

    კსუ-ს რექტორის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში დარპან პრაშერი და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელის თანაშემწე ლანდა ლურსმანაშვილი 27-29 აპრილს, უნივერსიტეტის სახელით, ინდოეთში, ქალაქ დელიში - „International Higher Education Summit and Student Fair-ზე“ იმყოფებოდნენ.

    აღნიშნული საგანმანათლებლო გამოფენა, თავისი მასშტაბებითა და მონაწილეების რაოდენობით ერთ-ერთი უდიდესია. წელს, ღონისძიებაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, 80-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება ჩაერთო.

    გამოფენაზე, კსუ-ს სტენდთან, დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ სასწავლო პროგრამების, პირობების, სიახლეებისა და სხვადასხვა შემოთავაზებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან მიეღოთ.