Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    ევრო კავშირის პროექტებში მონაწილეობა კსუ-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ჩვენი მიღწევა 2013 წლისTEMPUS-ის საგრანტო პროექტებში. კერძოდ, უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებს 2 საგრანტო პროექტში, რომელიც ხელს უწყობს უმაღლესი განათლების რეფორმების გატარებასა და თანამშრომლობის განვითარებას. კსუ, როგორც პარტნიორი უნივერსიტეტი, ჩართულია   2 პროექტში.  

    ერთი მხრივ, ეს პროექტები მიზნად ისახავენ უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ინსტიტუციურ განვითარებას და, მეორე მხრივ, საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგების დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში ტურიზმის ქსელის განვითარებას. ამგვარი ქმედებები ეხმარება კსუ-ში ევროპული სტანდარტის დანერგვაში და შესაბამისად, ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტებს.  

    1.შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის კომპეტენციათა ცენტრების ქსელი (Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea region)

    „შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის კომპეტენციათა ცენტრების ქსელისშექმნა“

    აპლიკანტი : პადერბორნის უნივერსიტეტი (გერმანია)

    პარტნიორი # 15 - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

    პროექტის ნომერი: 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES – CruiseT

    („Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea region (Georgia and Ukraine))“

    პროექტის იდეაა ე. წ. ცოდნის სამკუთხედის - განათლება, კვლევა, ინოვაციები - გზით ხელი შეუწყოს შავი ზღვის აუზის ქვეყნების, კერძოდ, კი საქართველოს ინტეგრაციას საკრუიზო ტურიზმის ბაზარზე. პროექტი მიზნად ისახავდა რეგიონში კომპეტენციის ცენტრის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს საკრუიზო ტურიზმის რეგიონულ კვლევებსა და კონსალტინგს, საკრუიზო ტურიზმში მონაწილე ეკონომიკურ სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტაჟირებას.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარდა აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა გერმანიის, იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის თხუთმეტი უმაღლესი სასწავლებელი, ასევე საქართველოს 3 უმაღლესი სასწავლებელი (გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის საზღვაო აკადემია, ქუთაისის უნივერსიტეტი). პროექტში ჩართულები იყვნენ აგრეთვე:

    1. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
    2. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;
    3. ბათუმის საზღვაო პორტი;
    4. ოდესის საზღვაო სავაჭრო პორტი;
    5. შავი და აზოვის ზღვების პორტების ასოციაცია;
    6. აჭარის რეგიონის ტურისტული კომპანიები.


    2.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, როგორც LLL ინსტიტუციების სპეციფიკური როლის გაზრდა (STRENGTHENING THE SPECIFIC ROLE OF UNIVERSITIES AS LLL INSTITUTIONS)

    პროექტის სახელწოდება: „უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება“.

    საგრანტო ხელშეკრულების ნომერი: 2013-4567.

    პროექტის ნომერი: 544251- TEMPUS-1-2013-1-GE-TEMPUS-JPHES.

    აპლიკანტი: თსუ

    რეგიონალური პარტნიორები:

    საქართველო:

    • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი,
    • სამხატვრო აკადემია,
    • ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი,
    • ბათუმის საზღვაო აკადემია
    • დვვ-ინტერნეშენალ საქართველი
    • საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია

    სასომხეთი:

    • ვანაძორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი
    • ერევნის ბრუსოვის სახ. სახელმწიფო ლინგვისტიკის უნივერსიტეტი
    • დვვ-არმენია

    აზერბაიჯანი:

    • ყაზარის უნივერსიტეტი, ბაქო
    • კავკასიის უნივერსიტეტი
    • აზერბაიჯანის ზრდასრულთა განათლების ასოციაცია

    ევროპელი პარტნიორები:

    • ჰამბურგის უნივერსიტეტი, გერმანია
    • გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია
    • ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი